აშშ–მა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

14-09-2023 19:10:30 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

როგორც აშშ–ის სახელმწიფო დეპრატმენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, "ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის". მასში, აღნიშნულია, რომ იგი ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE- სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50%–იან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად.

  • "ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია. ონიშჩენკომ და უშიშროების ფედერალური სამსახურმა გამოიყენეს ფარცხალაძე ერთგვარ ბერკეტად, საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზეგავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირიდან "ეფესბესთან", – ნათქვამია დოკუმენტში.

სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. აშშ-ის დამატებით სანქციებში ჯამში, 150 იურიდიული და ფიზიკური პირი მოხვდა, რათა ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანასურ არხებზე, რომლებიც მას უკრანაში ომის გასაგრძელებლად ეხმარება.

მანამდე, უცხოური მედია წერდა, რომ სანქცირებულთა შორის იყო "ქართველ-რუსი ოლიგარქი".

"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემამ The Associated Press-მა სახდეპზე დაყრდნობით.

ცნობისთთვის: 2017 წლის ნოემბრიდან-დეკემბრამდე პერიოდში ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო.

2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. მთავარი აუდიტორი ყოფილი მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა მის სამსახურეობრივ მდგომარეობას. 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მთავარი პროკურორი გაამართლა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები