პუტინმა გამარჯვების დღე, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის "ლიდერებს" და ქართველ ხალხს მიულოცა

08-05-2024 16:09:23 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცხო ქვეყნის ლიდერებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვას ხალხს მილოცვას უგზავნის „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით“.

პუტინის მილოცვა ასევე გაეგზავნა ქართული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებს.

„მნიშვნელოვანია შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის გამრუდებისა ან დავიწყებას ნებისმიერი მცდელობა. და, რა თქმა უნდა, სათუთად შეინახოს და შემდგომ თაობებს გადაეცეს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს დაეხმარა ღირსეულად გაეძლოთ რთული სამხედრო გამოცდისთვის და გაენადგურებინათ ნაციზმი“, - ნათქვამია პუტინის მისალოც ტექსტში.

რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვა გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და მოლდოვის პრეზიდენტებს და „გამოთქვა რწმენა, რომ დიდი სამამულო ომის დროს ნაწრთობი ძმური მეგობრობის კავშირი საიმედო საფუძველად დარჩება ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის“.

პუტინმა გამარჯვების დღე ქართველ და მოლდოველ ხალხებს შარშანაც მიულოცა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები