პუტინი მაისში ჩინეთში ჩასვლას გეგმავს

26-04-2024 10:46:38 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მაისში ჩინეთში ჩასვლას გეგმავს.

პუტინმა ამ გეგმის შესახებ გამოაცხადა 25 აპრილსმოსკოვში გამართულ მეწარმეთა კავშირის შეხვედრაზე. პუტინს ვიზიტის არც ზუსტი თარიღი გაუმხელია და არც სხვა დეტალი.

როგორც დასავლური მედია იუწყება, უკრაინაში ომის გამო მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მყოფი რუსეთი ჩინეთზე, ცივის ომის დროს კომუნისტურ ბლოკში თავის მეტოქეზე, გახდა დამოკიდებული.

მაისში, რამდენადაც ცნობილია, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გეგმავს ევროპის კონტინენტზე ვიზიტს, მათ შორის – სერბეთში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები