პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს: თუ სამართალდარღვევა გაგრძელდება, მოხდება პირთა იდენტიფიცირება და მოჰყვება რეაგირება

25-04-2024 23:42:00 საზოგადოება

პოლიცია აქციის მონაწილეებს, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი, მოუწოდებს გადავიდნენ ტროტუარზე, რადგან, მისი თქმით, ადამიანთა ეს რაოდენობა გზას ხელოვნურად კეტავს.

შსს-ს წარმომადგენელმა გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ თუ სამართალდარღვევა გაგრძელდება, მოხდება პირთა იდენტიფიცირება და მოჰყვება რეაგირება:

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. შეკრება-მანიფესტაციის შესახებ მე-11 პრიმა მუხლის დარღვევაა, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, რომელიც არის სასამართლოს განსჯადი, ეს აქციის მონაწილეებს ეხება და რაც შეეხება ორგანიზატორს, 5000 ლარია ჯარიმა. განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე, მოვუწოდე აქციის მონაწილეებს და ასევე ორგანიზატორებს, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან ამის საჭიროება, გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვის საჭიროება ახლა არ არის რაოდენობიდან გამომდინარე. მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და, შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს", - თქვა მემანიშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები