სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ევროპარლამენტში რეზოლუციის შესწორებებსაც უყრიან კენჭს

25-04-2024 00:21:28 პოლიტიკა

ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება,– იტყობინება "რადიო თავისუფლება".

გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტში წარდგენილია საერთო რეზოლუციის შესწორების ორი ვერსია. ერთ-ერთი შესწორებების ავტორია პოლიტიკური ჯგუფი „განაახლე“ (წარმოადგენს ევროპარლამენტარი ურმას პაეტი), მეორისა კი - „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (წარმოადგენს ანა ფოტიგა).

„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ შესწორება ორ პუნქტს მოიცავს:

  • ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
  • ხელახლა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.„განაახლეს“ შესწორება სამ პუნქტს მოიცავს:

„განაახლეს“ შესწორება სამ პუნქტს მოიცავს:

  • ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, - „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
  • მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არამხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
  • მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.

იხილეთ ასევე: "გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს" – ევროპარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები