"არა რუსულ კანონს" – ახალგაზრდებმა რუსთაველი კვლავ გადაკეტეს

24-04-2024 22:05:41 საზოგადოება

"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო სადავო კანონპროექტი, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის მონაწილეებს სთხოვეს, ხელის აწევით დაეფიქსირებინათ, სურდათ თუ არა სავალი გზა გადაეკეტათ, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროა გავრცელებული განცხადებისა.

“კანონია მე-11 მუხლის ინტერპრეტირება მოხდა. ჩვენი გამოხატვის თავისუფლება სავალი გზის გადაკეტვის უფლებასაც გვაძლევს, მაგრამ ჩვენ, ორგანიზატორები გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებთო,– დაისვა კითხვა აქციაზე. უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა და გზაც გაიაკეტეს.

მანამდე შსს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ გზის გადაკეტვის საჭიროებას ხალხის რაოდენობა არ განაპირობებს, თავად ზომებს მიიღებენ. უწყება აღნიშნავს, რომ იდენტიფიცირებულნი იქნებიან პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ.

ამჟამად ახალგაზრდები მსხვლელობას ევროპის მოედნის მიმართულებით მართავენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები