ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

24-04-2024 17:27:26 ეკონომიკა

24 აპრილის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.08 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6910 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.01 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8756 ლარი გახდა.

3.68 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.346 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.27 თეთრი შეადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები