სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24-04-2024 15:11:26 სამართალი

სასამართლომ "ლელოს" გენერალურ მდივანს ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

იგი 16 აპრილს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ კუპრაძე პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და კორდონის გარღვევას ცდილობდა.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მან მედიასთან პოლიციელთა მხრიდან ძალადბაზე ისაუბრა.

"არა რუსულ კანონს! ვერანაირი დაკავებებით, მოქალაქეებისადმი სასტიკი მოპყრობით ვერ შეაშინებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან იდგნენ და იცავდნენ საქართველოს ინტერესებს. ცხადია, რომ მსგავსი სისასტიკით დარბევა არ მახსოვს მე, ადამიანს, რომელიც 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგაც ვდგავარ აქციებზე საქარველოს ეროვნული ინტერესებისთვის, პროევროპული არჩევანისთვის...ეს იყო სასტიკი დარბევა! ადამიანის მიშველებისთვის (ძირს დაგდებულს ურტყამდნენ) უმიზეზოდ დამაკავეს", - თქვა კუპრაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები