სტოლტენბერგი: NATO ბირთვული იარაღის დისლოკაციის ზონის გაფართოებას არ გეგმავს

23-04-2024 23:55:40 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ბირთვული იარაღის დისლოკაციის ზონის გაფართოებას არ გეგმავს. ამის შესახებ მან ვარშავაში ვიზიტის ფარგლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„არავითარი გეგმა გვაქვს NATO-ს რომელიმე ქვეყანაში დამატებითი ბირთვული შეიარაღების განლაგების შესახებ“,– განაცხადა სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ვარშავა ღიაა პოლონეთის ტერიტორიაზე ალიანსის მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსებისთვის.

პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვების კომენტირებისას კრემლში თქვეს, რომ რუსეთის სამხედროები აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუკი პოლონეთში ამერიკული ბირთვული იარაღი განთავსდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები