სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაცია დაიწყეს

23-04-2024 20:14:10 კავკასია

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დემარკაციის პროცედურა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შახინ მუსტაფაევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებენ.

„სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტავუშისა და ყაზახის მონაკვეთზე პირველი სასაზღვრო ბოძი დამონტაჟდა”, - წერს ფაშინიანი Facebook-ში პირად გვერდზე და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის პრეს–სამსახურის ცნობით, სომხეთის საზღვართან პირველი ბოძი დამონტაჟდა. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის ექსპერტთა ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ.

გასულ კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის სასაზღვრო 8 სოფელთან დელიმიტაციაზე შეთანხმება მიღწეულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები