მალაიზიაში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა 10 სამხედრო

23-04-2024 10:37:06 მსოფლიო

მალაიზიაში საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობდნენ,– იტყობინება CNN.

საზღვაო ძალების ცნობით, ყველა სამხედრო ადგილზე დაიღუპა.

ვერტმფრენები ერთმანეთს სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, პილოტებმა დისტანცია არ დაიცვეს, რამაც ავიაკატასტროფა გამოიწვია. ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები