23-04-2024 09:35:25 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა წუხელ უკრაინას „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტითა და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონით შეუტიეს.
„ღამით ცის დამცველებმა გაანადგურეს 15 „შაჰედი“ მიკოლაივის, ოდესის, კიევისა და ჩერკასის ოლქებში“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა რაკეტები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს, დრონები კი დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის კურსკის ოლქიდან.
შეტევა უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს.