23-04-2024 09:30:28 მსოფლიო
რუსეთი ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყება.
"საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის თავზე უკრაინის მიერ გაშვებული ოთხი რაკეტა გაანადგურეს", - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები ხშირად ექვემდებარება სროლას, არის მსხვერპლი და ნგრევა. რეგიონული ხელისუფლება თავდასხმებში ძირითადად უკრაინის მხარეს ადანაშაულებს. კიევი ამ ცნობებზე განცხადებებს არ აკეთებს.