ჯაფარიძე – კონტრაქციაზე: სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა დავუშვათ, ეს რუსული სცენარია

22-04-2024 19:49:12 პოლიტიკა ,საზოგადოება

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ეხმიანება "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას და ამბობს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაუშვებელია.

მისი თქმით, "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე აქციაზე გასულ მომიტინგეებს გაცნობიერებული აქვთ, რომ დაპირისპირება "რუსული სცენარია".

"ამით პროტესტი არ გაჩერდება. ერთადერთი, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ დავუშვათ შეცდომები, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში. ეგ არის რუსული სცენარი და აქეთ მხარეს ვინც არიან, არ ვიცი, პატარა ბავშვებით დაწყებული უფროსებით დამთავრებული, ყველას კარგად აქვთ ეგ გააზრებული",– ამბობს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

ხელისუფლებამ 29 აპრილისთვის "აგენტების კანონის" მხარდამერი აქცია დააანონსა.

იხილეთ ასევე: როდესაც ქუჩაში „საპროტესტოდ“ ხელისუფლება გადის

ახალი ამბები

სხვა სიახლეები