კონგრესმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

21-04-2024 00:51:45 მსოფლიო

7-თვიანი პაუზის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა.

მანამდე კონგრესმა მხარი დაუჭირა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ.

სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად დახმარების ჯამური მოცულობა უცვლელია და კვლავ 61 მილიარდ დოლარს შეადგენს.

თანხები შემდეგნაირად განაწილდება:

  • $27 მილიარდი – პირდაპირი სამხედრო დახმარება;
  • $23 მილიარდი – ამერიკის სამხედრო არსენალების შევსება;
  • $7.8 მილიარდი - პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება;
  • $1.8 მილიარდი - ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის.

წინა პაკეტებისგან განსხვავებით, ამჯერად უკრაინის დახმარების პაკეტი გრძელვადიანი კრედიტების სახეს იღებს, რომელთა უზრუნველსაყოფად რუსეთის გაყინული აქტივები იქნება გამოყენებული. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან აშშ-მ უკრაინას ჯამურად 75 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. ამერიკა უკრაინას უმსხვილესი დონორი სახელმწიფოა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები