19-04-2024 22:50:09 ციტატა
„მივესალმე საქართველოს ახალ ელჩს ზურაბ ხამაშურიძეს. შევთანხმდით, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ორივე ჩვენი ქვეყნისთვის. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ფოკუსი ისეთ ნაბიჯებზე უნდა იყოს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს და არ დააშორებს“, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.