19-04-2024 15:49:41 სამართალი
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო, – იუწყება "რადიო თავისუფლება". შესაბამისად, კიდევ უცნობია, როდის დატოვებს ლაზარე სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით მოხვდა საპატიმრო დაწესებულებაში.