ელისაშვილი სსს–ს დღეს "კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს" და ჩვენებას მისცემს

19-04-2024 12:54:49 სამართალი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები.

„საუბარია 18 აპრილის გამთენიისას, სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, უკანონო დაკავების და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც საპატრულო პოლიციის დირექტორის ვაჟა სირაძის ბრძანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მეთვალყურეობით პოლიციელების მიერ გაკეთდა ე.წ. ძალადობის კორიდორი, რომელშიც ათობით პოლიციელი მონაწილეობდა და თავს ესხმოდა დეპუტატს და სასტიკად უსწორდებოდა“,- აცხადებენ პარტიაში.

ალეკო ელისაშვილმა 18 აპრილს ჟურნალისტებს უამბო, რომ 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცველების სამიზე გახდა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მითითებით.

„უშუალოს ვაჟა სირაძის [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – რედ.] მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ დროს წავიქეცი და იქ დაგდებულს გვირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში, გადამიყვანეს წერეთელზე, შსს-ს დიდუბის განყოფილებაში (იქ ნორმალური, ადამიანური გარემო იყო)... მოვედი კლინიკაში, ძალიან მტკიოდა [გვერდი] და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი. ანჯელინა ჯოლის "ტუჩიც“ მოვიპოვე ბრძოლით“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა 18 აპრილს ჟურნალისტებთან.

თავად ელისაშვილმა და მისმა კოლეგებმა ოპოზიციიდან აღნიშნული შურისძიებად შეაფასეს "აგენტების კანონის" განხილვისას მამუკა მდინარაძესთან მომხდარი ინციდენტის გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები