18-04-2024 12:02:14 რეგიონები ,რეკლამა
ფოთის საცურაო კომპლექსში პირველი მაისიდან წყალბურთის და ცურვის სპორტული გუნდები იქმნება.
"სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მსურველების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
რეგისტრაციისთვის გვეწვიეთ ფოთის საცურაო კომპლექსში ჩვენი მისამართია: ზერაგიას N49
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 599 18 16 56
სპორტულ გუნდებს გაწვრთნის სპეციალურად მოწვეული კვალიფიციური მწვრთნელები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდას და კონკურენტუნარიანი გუნდების ჩამოყალიბებას, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებზე.
ქალაქში სპორტის ახალი სახეობების ჩამოყალიბება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია ფოთის საცურაო კომპლექსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.