Reuters: უკრაინამ რუსეთთან და თურქეთთან ხელი არ მოაწერა შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ შეთანხმებას

16-04-2024 15:39:07 მსოფლიო

უკრაინამ ბოლო მომენტში თქვა უარი შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის შესახებ რუსეთთან და თურქეთთან შეთანხმების გაფორმებაზე, - იტყობინება Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროების ცნობით, რუსეთი და უკრაინა თურქეთის შუამავლობით უკვე ორი თვეა აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა მიეღწიათ შავ ზღვაში საქონლის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის შეთანხმებისთვის. კიევს შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება არ სურდა, მაგრამ დათანხმდა, რომ თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ერდოანს ამის შესახებ გამოეცხადებინა 30 მარტს.

Reuters-მა მოიპოვა შეთანხმების ასლიც, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი და კიევი პირობას დებდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ შავ ზღვაში სავაჭრო გემების უსაფრთხოებას და იღებდნენ ვალდებულებას, რომ არ გაუხსნიდნენ ცეცხლს, არ დააკავებდნენ და არ ჩაატარებდნენ ჩხრეკას, თუ გემები ცარიელი იქნებოდა ან გაცხადებული ჰქონდა გემბანზე არასამხედრო ტვირთის არსებობის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები