ადვოკატი: ნატო ხელაძეს ქმრის მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს

16-04-2024 13:18:18 საზოგადოება ,სამართალი

ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ ნატო ხელაძეს ბრალდება მოუხსნეს და პატიმრობიდან თაათავისუფლეს.

"გავაცილებ ახლა სამტრედიაში, მაგრამ სახლში არავინ ელოდება. მეუღლე მოუკლეს, შვილები მინდობით აღზრდაში გაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, ძმები და ძმისშვილი დააპატიმრეს და მოუწევს ნაქირავები სახლის ნესტიან კედლებში საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა. მძიმე ღამე ელის. ეზოში ისევ სისხლის კვალია და ბავშვების ფეხსაცმელია მიმოფანტული. უმძიმესი ცხოვრება აქვს ამ პატიოსან და საცოდავ გოგოს, რომელიც გადაყოლილი დედაა მისი შვილებისთვის," - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში მკვლელობა 2 აპრილს მოხდა. სამართალდამცველებმა მეუღლის მკვლელობის საქმეზე ცოლი დააკავა, თუმცა შემდეგ სხვა ვერსია გახდა ცნობილი. კერძოდ, პროკურატურის მიხედვით, კაცი სინამდვილეში არა ცოლმა, არამედ ცოლის ძმამ მოკლა, თუმცა ქალმა თავის პირველ ჩვენებაში დანაშაული დაიბრალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები