„კროკუსზე" თავდასხმისას დაიღუპა რუსი პოლკოვნიკი, რომელიც მოსკოვში უკრაინის ომიდან დაბრუნდა

29-03-2024 15:59:40 მსოფლიო

მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ტიმურ მიასნიკოვი. ის მოსკოვში უკრაინის ომიდან დაბრუნდა. თავდასხმის დროს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა,– იტყობინება რუსული მედია "რუსეთის ოფიცრების" სამარის ფილიალის ხელმძღვანელ არტურ მალივანჩუკზე მითითებით.

მალივანჩუკის თქმით, მიასნიკოვი რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მე-3 ცალკე სპეცდანიშნულების ბრიგადაში მსახურობდა. ეს არის ქალაქ ტოლიატში განლაგებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მინიმუმ 2015 წლიდან მონაწილეობს.

ტერაქტის დროს დაღუპული რუსი ოფიცერი უკრაინაში სულ მცირე ბოლო ორი წლის განმავლობაში იბრძოდა. ტიმურ მიასნიკოვი ასევე მონაწილეობდა კოსოვოსა და ტაჯიკეთში რუსეთის სამხედრო ოპერაციებში.

ბოლო მონაცემებით, „კროკუსზე" თავდასხმის შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, თუმცა რუსეთი მის უკრაინასთან დაკავშირებას ცდილობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები