საჯარო რეესტრმა მუშაობა დროებით შეაჩერა

29-03-2024 15:09:02 საზოგადოება

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობა დროებით შეაჩერა.

ამ დროისთვის [თბილისის დროით 15:08სთ] საჯარო რეესტრის საიტი გათიშულია და სერვისების მიღება ვერ ხერხდება.

მოგვიანებით [თბილისის დროით 16:20სთ], იუსტიციის სახლმა შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

აღდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი მუშაობას სამუშაო საათების შემდეგაც, 23:00 საათამდე გააგრძელებს, რათა მომხმარებლებმა, რომლებიც ხარვეზის გამო შეფერხდნენ მომსახაურების მიღება შეძლონ.ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები