ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაცია დროებით შეწყდა

28-03-2024 21:10:38 საზოგადოება

დაბა ბაკურიანთან, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნის ოპერაცია დროებით შეწყვეტილია ზვავსაშიშროების გამო.

საგანგებო სიტუაციების მათვის სამსახურში ამბობენ, რომ ძებნა განახლდება, როგორც კი მაშველებს ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და სამაშველო დრონები მონაწილეობდნენ.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილზე თბილისიდან დამატებით გადაიყვანა მაშველთა ჯგუფი.

ადგილობრივების ინფორმაციით, 28 მარტს, დილით ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, ოთას და ოშორას მიმდებარედ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, რა დროდაც თოვლის მასა მოწყდა. ოთხმა გამოაღწია სამშვიდობოს, ერთი ადამიანი ზვავის ქვეშ მოჰყვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები