გერმანია აჩქარებს იარაღის შესყიდვებს, როგორც თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმის ნაწილს

28-03-2024 20:41:57 მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა მიანიშნა, რომ ბერლინი აჩქარებს იარაღის შესყიდვების დამტკიცება და მეტი მკაფიოობის უზრუნველყოფას მსხვილი კონტრაქტების დაგეგმვაში. წერს Bloomberg.

ჰაბეკმა აღნიშნა, რომ იარაღის შესყიდვის დამტკიცების პროცესი ხშირად ძალიან გაჭიანურებულია, ამიტომ, საჭიროა დაჩქარება და უნდა გადაიხედოს წესები ორმაგი დანიშნულების პროდუქციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დანიშნულებით.

”თუ რუსეთს გადავხედავთ, ამ საფრთხის ფონზე ჩვენ უნდა გავზარდოთ პროდუქციის წარმოება, რომელიც აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოების შესაძლებლობებს”, - თქვა მან გერმანიის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა, ამიტომ „გულუბრყვილობა იქნება, ამაზე არ ვიფიქროთ“.

ჰაბეკმა ასევე თქვა, რომ მუშაობს ალტერნატიულ ფონდებზე, როდესაც ამოიწურება გერმანიის 100 მილიარდი ევროს სპეციალური ფონდი, რომლის 80% ბიუჯეტით არის დაფინანსებული, რათა კომპანიებმა შეძლონ, დაგეგმონ იარაღის მსხვილი შეკვეთები.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს თავდაცვის საკითხებში ცალკე ევროკომისრის პოსტის შექმნის იდეას.

მანამდე, გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) თანათავმჯდომარემ ლარს კლინგბაილმა განაცხადა, რომ ბერლინს მოუწევს სასესხო შეზღუდვების შემსუბუქება, რათა თავდაცვის ხარჯები ნატოს ტანდარტით მშპ-ს 2%-ზე მაღალი იყოს მომდევნო წლებში. ამავდროულად, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოთქვა მზადყოფნა, განიხილოს ქვეყნის ფისკალური წესების რეფორმა, რომელიც ზღუდავს სესხის მოცულობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები